შეზღუდვების გაუქმება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველანაირ რეგულაციაზე უარი ვთქვათ - თენგიზ ცერცვაძე
შეზღუდვების გაუქმება მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ , მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველანაირ რეგულაციაზე შეგვიძლია უარი ვთქვათ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით ბოლო პერიოდში, ინფიცირების შემთხვევები მკაფიოდ იზრდება.
„ბოლო 1 კვირის განმავლობაში შემთხვევების სერიოზული ზრდა აღინიშნებოდა. ზოგიერთი ნახტომისებურ ზრდაზეც მეტყველებდა.მოსახლეობამ შეზღუდვების გაუქმება აღიქვა, როგორც ერთგვარი სიგნალი, რომ ყველაფერზე შესაძლოა უარი ითქვას. სწორედ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას მოსახლეობამ. შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ და იმისკენ, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იქნეს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციებზე შეგვიძლია უარი ვთქვათ“,- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google