ეროვნული გამოცდების დამატებითი სესიების ჩატარების თარიღები განისაზღვრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის გამოცდების დამატებითი სესიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, დამატებით სესიებზე სულ 235 აპლიკანტი გავა.

გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა – 21 ივლისი (II სესია);
მათემატიკა – 23 ივლისი (II სესია);
უცხოური ენა – 25 ივლისი (II სესია).

| Print |
FaceBook Twitter Google