ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 39 გრადუსს გადააჭარბოს
ჰაერის ტემპერატურამ საქართველოში, შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს.

მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.“ - აღნიშნავენ სააგენტოში.


გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი.
| Print |
FaceBook Twitter Google