შარლ მიშელი ბათუმში ოპოზიციას ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ბათუმში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. მათი მთავარი სათქმელი 5-6 ივლისის მოვლენებია.
ამავე თემაზე საუბარს აპირებენ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებიც, თუმცა, მათთვის, განსახილველ საკითხებს შორის, ევროპული შეთანხმებაცაა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.

| Print |
FaceBook Twitter Google