კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა
StopCov-ზე გამოქვეყნებული გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 848 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 231 პაციენტი, გარდაიცვალა 15.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 388 329 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 366 250, გარდაიცვალა 5 566 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google