კახეთში კიდევ 64 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 487 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა – 94, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 25, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე:ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 651, აჭარაში – 273, იმერეთში – 535.

მძიმე პაციენტია 859 პირი, მათ შორის, თბილისში – 447, აჭარაში – 46, იმერეთში -175. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 3, იმერეთში – 9. 1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 – თბილისში, 334- აჭარაში. 10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google