"მთავარმა არხმა" პროტესტის ნიშნად ღარიბაშვილის გამოსვლა არ აჩვენა
მთავარმა არხმა" ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირდაპირი ეთერი რამდენიმე წუთით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს შეწყვიტა.

ასე გამოხატა პროტესტი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. "აქ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა", - ასეთი წარწერა გაჩნდა ეთერში ღარიბაშვილის გამოსვლის დროს. ჩაბნელებული ეკრანი მაყურებელმა ამ წარწერით რამდენიმე წამის განმავლობაში ნახა.

| Print |
FaceBook Twitter Google