„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 20:00 საათზე თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს.
ინფორმაცია პოლიტიკურმა პარტიამ Facebook-ზე გაავრცელა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები უნდა გაიმართოს.

| Print |
FaceBook Twitter Google