პედაგოგთა გამოცდებზე ყოველდღიურად 10-მდე მასწავლებელს COVID-19 უდასტურდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, პედაგოგთა გამოცდებზე ყოველდღიურად 10-მდე მასწავლებელს COVID-19 უდასტურდება.

ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის თქმით, მათთვის დამატებითი საგამოცდო სესია 14 დღის შემდეგ ჩაინიშნება.
,,ამ დრომდე ჩატარებულ სესიებზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველდღიურად დაახლოებით ორიდან ათამდე მასწავლებელი არის ინფიცირებული. ისევე როგორც აბიტურიენტების შემთხვევაში, 14 დღის გასვლის შემდეგ დაიგეგმება დამატებითი სესიები როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მაგისტრებისთვის და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის”, – განმარტა მან.

დამატებითი სესიები ინიშნება იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ ან დაუდასტურდებათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია.

| Print |
FaceBook Twitter Google