გურჯაანში ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო
დღეს გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტროტუარებზე უკვე აყარეს ფილები და ბორდიურები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოხდება ოთხი შენობის რეაბილიტაცია. განახლდება „ბებოს ბაღი“ და „პაპას ბაღი“.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. 







| Print |
FaceBook Twitter Google