კახეთში ლექცია – კონცერტები ჩატარდება
20- 22 ივლისს კახეთი ლექცია-კონცერტებს უმასპინძლებს, რომელიც კლასიკური მუსიკის დაცვისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიებას ელისო ვირსალაძე ხელმძღვანელობს და მუსიკით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის, ლექცია- კონცერტები გაიმართება.
მუსიკოს-შემსრულებლები, დაინტერესებულ პირებს, მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა და სხვადასხვა ინსტრუმენტებზე მოუყვებიან.

აქცია- კონცერტებს, რომლებიც საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ლაგოდეხში და ახმეტაში ჩატარდება, ინტერაქტიული, შემეცნებით-გასართობი ფორმა ექნება.

| Print |
FaceBook Twitter Google