დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის სწრაფი ტემპით ჩატარება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, შეზღუდვების დაწესებას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს.
„დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისევ დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობას. წინასწარ მე მინდა ეს პრევენციული განცხადებები გავაკეთო და არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ამას, რა თქმა უნდა, შემდეგ დაემატება, რომ დამატებით ქვეყანას დასჭირდება ვალის აღება. ეს დააწვება ტვირთად ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ძალიან გართულდება სიტუაცია.
ამიტომ კიდევ ერთხელ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველაფერი ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ დაახლოებით 2-3- თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა-ეს არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსი 2600-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

| Print |
FaceBook Twitter Google