კახეთში კორონავირუსით კიდევ 152 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 1557 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარაში - 205, იმერეთში - 191, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 115, გურიაში - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 128, კახეთში - 152, მცხეთა-მთიანეთში - 61, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197 საიდანაც: 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 855 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი.1 120 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google