დღევანდელი 2 616 შემთხვევა საგანგაშოა - ირაკლი ღარიბაშვილი
დღევანდელი 2 616 შემთხვევა საგანგაშოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვაქვს ძალიან ცუდი ტენდენცია, ერთი მხრივ, გვინდა ეკონომიკა, პროგრესი და მოქალაქეების კეთილდღეობა შევინარჩუნოთ, გვინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს - გთხოვთ, აიცერით. თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები გვერდით არ დაუდგებიან, ჩვენ მარტო ვერაფერს გავწვდებით. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, ვაქცინები იმაზე მეტი გვაქვს, რაც საჭიროა. კიდევ შემოვა“, - განაცხადა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა5 592 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google