საქართველოდან ექსპორტზე 15 069 ტონა ატამია გასული
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოდან, 15,069 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა.

ღირებულებამ 13 მილიონ 322 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციიტ, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,034 ტონით (67%), ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 229 ათას აშშ დოლარით (65%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (9,378) და სომხეთში (4,757 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (337 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ბელარუსიში (99 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (18 ტონა).

| Print |
FaceBook Twitter Google