მედიის წარმომადგენლებს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭებათ
მედიის წარმომადგენლებს დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭებათ. მათი გამოკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გრძელდება.

“რუსთავის 2-ის” იურისტის ნინო ბარაჩაშვილის ინფორმაციით, თბილისს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაბარებულია “რუსთავი 2-ის” ოპერატორი ზურაბ მანაგაძეც, რომელთან ერთადაც, მოხდება 5 ივლისს გადაღებული ვიდეომასალის დათვალიერება.

5 ივლისის ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს “ფორმულას” ჟურნალისტებსაც, რომლებიც ასევე დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს ,დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, მათგან ერთი სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google