ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში- ამირან გამყრელიძე
საქართველო კოვიდინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო უკვე “წითელ ზონაშია”. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა

“ყველა ინდიკატორი რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს გაუარესებულია. ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე სადღაც 17 მაისს. ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის მსგავსი რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში. ამიტომ ეს ძალზე საყურადღებოა, ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. ანუ ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული,”-განცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google