ინფიცირებიდან აცრისთვის 120 დღე 30 დღემდე შემცირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ინფექციის გადატანიდან ვაქცინაციამდე არსებული პერიოდი 120 დღიდან 30 დღემდე შემცირდება.

“მოგეხსენებათ, ინციფირებიდან აცრისთვის 120 დღე არის დაშვებული. ამ კვირაში ეს შეიცვლება და შემცირდება 30 დღემდე. ამიტომ ყველას შეეძლება, უფრო სწრაფად აიცრას. სავარაუდოდ, მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი,” – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 120 დღე / ვაქცინა /