ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს ხელახლა უყრიან
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს ხვალ ხელახლა უყრიან. ოპოზიციის ნაწილი წარდგენილ კანდიდატებს მხარს ამ დრომდე არ უჭერს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი არიან გია ცაცაშვილი და ლელა ტალიური, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე – თამარ სართანია და მაია ზარიძე.

18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

| Print |
FaceBook Twitter Google