კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
StopCov-ზე გამოქვეყნებული გამოქვეყნებული მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 415 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 943 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 393 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 368 073, გარდაიცვალა 5 618 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google