აბიტურიენტთა ისტორიის გამოცდის დამატებითი სესიის თარიღი ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები აბიტურიენტებისთვის დასრულდა. დღეიდან კი, გამოცდებს ის აბიტურიენტები ჩააბარებენ, რომლებიც საგამოცდო პროცესს კორონავირუსის გამო გამოეთიშნენ.


დამატებითი სესიები უკვე ჩანიშნულია ქართულში, მათემატიკასა და უცხოურ ენაში.გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 21 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, დამატებითი გამოცდა ისტორიაში 27 ივლისს, ერთ სესიად ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.

„იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია ისტორიაში 2021 წლის 27 ივლისს“, – ვკითხულობთ “ნაეკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისტორიის გამოცდის დამატებით სესიას სულ 90 აბიტურიენტი ჩააბარებს.

| Print |
FaceBook Twitter Google