რუსთავი 2-ის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა
პოლიციამ 5 ივლისს "რუსთავი 2-ის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით
ერთი პირი დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2
ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის
მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლებით 4-დან 6 წლამდე პატიმრობაა
გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ
ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე,
ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი. კერძოდ:
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით,
უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით
დევნის ფაქტებზე - 23 პირი; "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის,
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით
დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად
დარღვევის ფაქტზე - 3 პირი; 1 პირი კი მოქალაქის მიმართ ჩადენილი
ძალადობისთვის დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები