მასწავლებლის გამოცდაზე 50-მდე აპლიკანტი კორონავირუსის გამო ვერ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები მასწავლებლების გამოცდით გრძელდება. დღეს პედაგოგები კომპეტენციას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-IV ,დაწყებითი საფეხური), მათემატიკაში, (I-IV, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) ბუნებისმეტყველებაში (I-IV), გეოგრაფიასა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური) და ისტორიაში (საბაზო ან / და საშუალო საფეხური) დაადასტურებენ.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა, კორონავირუსის დადასტურების ან თვითიზოლაციის გამო, დღევანდელ გამოცდაზე 50-მდე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა და მათთვის დამატებითი სესია მოგვიანებით ჩაინიშნება.

,,პედაგოგების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა მიმდინარეობს დღეს პირველ სესიაზე. მეორე სესიაზე გვეყოლება ის აბიტურიენტები, რომლებმაც კოვიდ 19-ის დიაგნოზით გააცდინეს თავიანთი საგამოცდო სესია. დაახლოებით 50 აპლიკანტია ისეთი, ვინც ვერ გამოცხადდება დღეს კორონავირუსის დიაგნოზის გამო და მათთვის დაინიშნება დამატებითი სესია“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დამატებითი სესიები ინიშნება იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ ან დაუდასტურდებათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია

| Print |
FaceBook Twitter Google