კახეთში კიდევ 149 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1391 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 202, იმერეთში - 147, ქვემო ქართლში - 172, შიდა ქართლში - 90, გურიაში - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 97, კახეთში - 149, მცხეთა-მთიანეთში - 67, სამცხე-ჯავახეთში - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643 საიდანაც: 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 899 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 10. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 992, პირი, აჭარაში - 1 897, იმერეთში - 1 382

| Print |
FaceBook Twitter Google