ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კიდევ 21 კოვიდინფიცირებული ბავშვი მოათავსეს
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 21 ბავშვი შეიყვანეს.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 76 ბავშვი მკურნალობს, აქედან 22 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, განსაკუთრებით მძიმე დელტა შტამით ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობაა.

| Print |
FaceBook Twitter Google