პარლამენტთან ქალ დეპუტატებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ
ქალი დეპუტატები და უფლებადამცველები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ.
განცხადების ხელის მომწერები, მიიჩნევენ, რომ მიუღებელია კახა კუჭავას დუმილი და უმოქმედობა, რაც ახალისებს ძალადობაა. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის სპიკერს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადეკვატური რეაგირებისათვის, "რათა მოძალადე პარლამენტის წევრებმა - შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ, სათანადო პასუხი აგონ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო"

„მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ზარქუა არც კი აცნობიერებენ საკუთარი მოქმედების ძალადობრივ ხასიათსა და არსს. სამწუხაროდ, არაკვალიფიციური განცხადება გააკეთა პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმაც; მისი აზრით “არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ.” მოგეხსენებათ, რომ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები სწორედ ეთიკის საბჭოს წევრებმა უნდა შეაფასონ“-, ნათქვამია განცადებაში.

განცხადების ავტორებს, ტექსტის წაკითხვა პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ მოწყობილ ტრიბუნასთან სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება პარლამეტის დაცვის სამსახურმა არ მისცა და შენობაში არ შეუშვა.

შეგახსენებთ, 18 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კანონმდებლებს შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა “ნაცმოძრაობის” დეპუტატი თინა ბოკუჩავა სპიკერატიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა.

| Print |
FaceBook Twitter Google