ჟურნალისტებმა პარლამენტში მორიგი მდუმარე აქცია გამართეს
პარლამენტში სასესიო დარბაზთან, ჟურნალისტებმა მდუმერე აქცია გამართეს.
პლენარულ დარბაზში მყოფ მედიის წარმომადგენლებს ხელში ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები უჭირავთ.მათ ასევე გადმოფინეს ბანერი წარწერით: “დასაჯეთ მოძალადეები”.

მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – დაისაჯონ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები.

| Print |
FaceBook Twitter Google