არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ინგლისური ენის შესწავლას დაიწყებენ
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ინგლისური ენის სასწავლო კურსი განაახლა.

დღეიდან 10 არასრულწლოვანი მსჯავრდებული ინგლისური ენის შესწავლას ნულოვანი დონიდან დაიწყებს. მათ ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებელი გაკვეთილებს კვირაში სამჯერ, ონლაინ რეჟიმში ჩაუტარებს.

სასწავლო პროცესის დაწყებას დაწესებულებაში მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები გაეცნენ; როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და საკომუნიკაციო უნარები განივითარონ.


| Print |
FaceBook Twitter Google