როგორ უნდა დარეგისტრირდეთ „ფაიზერზე“
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, თუ როგორ შეძლებენ მოქალაქეები „ფაიზერით“ აცრისთვის რეგისტრაციას.

„ფაიზერზე“ რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც რეგისტრაციის პორტალის, ასევე 1522 - ცხელი ხაზის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ერთიანი რიგი დავიცვათ, შემდეგ იქნება ისევ შესაძლებელი ვირტუალური რეგისტრაციაც, ასე რომ, მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 1522-ზე რეგისტრაციას, შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ამისთვის 37 დაწესებულებაა შერჩეული ქვეყნის მასშტაბით, ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება იმისთვის, რომ არ შეიქმნას რიგი და ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს მოკლე ხანში. ვინც, გასული კვირების განმავლობაში, „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთა, მათთვის რეგისტრაცია ძალიან მალე დაიწყება და ამაზე განცხადება გაკეთდება, არანაირი შეფერხება ამ პირებს არ ექნებათ. დოზების რაოდენობა ქვეყანაში, როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება. „ფაიზერის“ ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, თუ ეს ადრე იყო მხოლოდ 7 დაწესებულებაში და სამ დიდ ქალაქში, ახლა „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 37 დაწესებულებაში ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რეგიონულ და რაიონულ დონეზეც ჩაიტარონ ვაქცინაცია", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, „ფაიზერის" დამატებითი, ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google