მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულზე მასწავლებელი დააკავეს
მოსწავლის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულზე 64 წლის პედაგოგი დააკავეს. შემთხვევა ჩოხატაურში მოხდა. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, მასწავლებელი უკვე დაკავებულია.

არსებული ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგმა, სკოლის შენობაში, საკუთარ მოსწავლეზე, რომელიც აბიტურიენტია, სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა. მედიის ინფორმაციით, ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ პედაგოგი ფაქტის დროს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გამოძიება სსკ 138-ემუხლით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google