30 ივლისიდან ისრაელიდან ვიზიტორები საქართველოში აღარ შემოვლენ
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველო "წითელი" ქვეყნების სიაში შედის, სადაც ისრაელიდან ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ისრაელის საელჩო ავრცელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google