აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე, დამსაქმებლებს მოუწოდა, წაახალისონ თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან.

„აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ. მაგალითად მე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ორ გამოსასვლელ დღეს ვაძლევ იმ ადამიანებს, ვინც იცრებიან. ჩვენს ცენტრში მომუშავე ადამიანების 61% დღეს აცრილია. გვინდა,რომ აგვისტოს ბოლოსთვის, 80-85%-ზე ავიდეთ. მიღებული პრაქტიკაა თანამშრომელთა წამახალისებელი ღონისძიებები. ეს მხოლოდ რეკომენდაციებია, ამიტომ დამსაქმებლება უნდა უზრუნველყონ. ჩვენ ვთხოვთ დამსაქმებლებს, მეტად წაახალისონ აცრები“, - აღნიშნა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 395 621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 369 483, გარდაიცვალა 5 636 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google