საქართველოს მელიორაციამ კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე
ახალი წყალგამანაწილებლის სამშენებლო პროექტი დაასრულა.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 10 კმ-ზე მეტი სიგრძის დახურული ქსელი
და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები -(წყალმიმღები კვანძი,
ჰიდრანტები, დამცლელი კვანძი, გამანაწილებელი და შემტბორავი
ჭები).
ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ
ხორხელის, ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის 500 ჰექტარამდე
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად ირწყვება.პროექტის
ღირებულება 2 მლნ ლარამდეა.
მასალის გამოყენების პირობები