კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 193 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 193 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 193 165 622 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 143 105 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 400 655 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 610 720 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google