არის მეოთხე ტალღა და ჯანდაცვის სექტორში სრული მობილიზაცია დაწყებულია - ეკატერინე ტიკარაძე
ქვეყანაში კორონავირუსის მე-4 ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარძემ განაცხადა.ტიკარაძე მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩრთვისკენ მოუწოდებს.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა და ჯანდაცვის სექტორში სრული მობილიზაცია დაწყებულია. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარემოცვას, ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 8286 ადამიანი. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით ორჯერადად აცრილია 126 739 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google