კორონავირუსით კიდევ ცხრა ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 617 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი. გარდაიცვალა 9.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google