ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ
ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად
ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის 5
ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის
მიმდინარეობის დროს, თბილისში, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში
ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, -
აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2
ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის
მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები