კახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +33 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /