ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიო-2020-ზე, დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი ჟილომ ჩენი, ჯიბუტელი ადენ-ალექსანდრე ჰუსეინი და კანადელი არტურ მარგელიდონი დაამარცხა.

ნახევარფინალში შავდათუაშვილი სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანს შეხვდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ერთმანეთს იაპონელი შოჰეი ონო და მონღოლი ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი დაუპირისპირდებიან.

დღესვე ჩაება ოლიმპიურ კონკურენციაში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამი შეხვედრიდან ორი მოიგო და ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. რეპეშაჟის ნახევარფინალში ლიპარტელიანის მეტოქე პოლონელი ჯულია კოვალჩიკი იქნება. გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google