აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად გაორმაგება ინფიცირებულთა რაოდენობის - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ შეკრებებს.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაკეთებულ განცხადებაში მან კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მიმდინარე თვის განმავლობაში გამართულ ხალხმრავალ საპროტესტო აქციებსაც დაუკავშირა.

„ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო და სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო, რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა და ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად გაორმაგება ინფიცირებულთა რაოდენობის. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ზედმეტი ყურადღება, სიფრთხილე, ასევე პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ზოგადად ჩვენს აქტივობას, იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში:
„მე მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნათ ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი აზრი და მთავარი არგუმენტი, ჩემი აზრით, არის ის, რომ აცრის შემდეგ გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, ადამიანების გარდაცვალება არის პრაქტიკულად გამორიცხული. შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და, ამასთანავე, ჩვენი მშობლების, ჩვენი შვილების, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ვაქცინების თაობაზე გავრცელებული დეზინფორმაციული ნაკადის პირობებში მოსახლეობამ მეცნიერებს უნდა დაუჯეროს.“

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.