ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს- თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს.

მისი თქმით, „დელტა“ შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს და ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია.
„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დელტა შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-იც კი შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ „დელტა“ შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია“, - განაცხადა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 404 023 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 374 753, გარდაიცვალა 571 4 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google