ქორწილისა და სხვა სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ - ამირან გამყრელიძე
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს საქართველოშია, მოქალაქეების მეტ თვითშეგნებას მოითხოვს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თუ ყველა ჩვენგანი შევასრულებთ რეკომენდაციებს; არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ გვექნება უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდი თავყრილობები, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, არ წავალთ კუსა და ლისის ტბებზე, თუ ყველა გავითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, ეს შედექი არ გვექნება. ქორწილისა და სხვა სურფებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 37 ამცრელ პუნქტში, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. მობილიზებულია დამატებითი, ამცრელი ბრიგადები. ვაქცინის დოზები აქტიურად ნაწილდება რეგიონებშიც. იმ უბნებში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაციის ადგილები შეივსო, მოთხოვნის შესაბამისად, დამატებითი დოზები მობილიზდება.

| Print |
FaceBook Twitter Google