6 ათასამდე საწოლია მობილიზებული, აქედან 5 200 დაკავებულია-თამარ გაბუნია
ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 6000-მდე მობილიზებული საწოლფონდიდან 5200 დაკავებულია, აქედან 216 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელი დაწესებულება რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდით, რადგან ამის საჭიროება იკვეთება რომ იქნება. რაც შეეხება სასტუმროებს, სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება რომ დაემატოს მოკლე ხანში 1500 საწოლი სულ მცირე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში“, – განაცხადა მან.

მისი შეფასებით, კოვიდინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, მათ შორის ბავშვებში.

| Print |
FaceBook Twitter Google