საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია იგეგმება
საქართველო 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციას გეგმავს. ამისთვის ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნას ელოდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

"ბავშვებთან დაკავშირებით ისევ და ისევ "ფაიზერს" უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს. თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა, ამიტომ აიცრა", - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში 16 წელს მიღწეული პირების აცრა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამ დრომდე მხოლოდ 18 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა იყო შესაძლებელი.

| Print |
FaceBook Twitter Google