„ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატებს კვირის ბოლომდე წარადგენს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში წარადგენენ.

მისი თქმით, სიებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება.
„მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარვადგენთ, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში. სიების წარდგენის ვადა 2 სექტემბრამდეა, მანამდე სამუშაო პროცესი გვექნება. არსებითად სიებზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google