გურჯაანის 2021 წლის ბიუჯეტი 1 500 000 ლარით გაიზარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილება საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.
მერიის საფინანსო განყოფილების უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, ცვლილების თანახმად, დამატებითი თანხა ახალი გზების მოწყობას, სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებასა და ახლადშექმნილ ინტერმუნიციპალურ აიპს ანუ ძაღლების თავშესაფარს მოხმარდება.

„2021 წლის ბიუჯეტი გაიზარდა მილიონ 554 ათასით , ამის შესაბამისდ ხარჯვითი ნაწილიც გაიზარდა გზებში 850 ათასიათ, გზების მოვლა პატრონობა 140 ათასი, მინის სპორტული მოედნები და კეთილმოწყობა 140 ათასით, კანალიზაცია-სანიაღვრე არხები გაიზარდა 60 ათასით, მუნიციპალურ სერვისს დაემატა 260 ათასი და ა.შ. “

დეპუტატებმა საკითხს მხარი ერთპიროვნულად დაუჭირეს.

| Print |
FaceBook Twitter Google