სტიქიამ თელავი და ლაგოდეხი დააზარალა
მოსულმა სტიქიამ კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, მრავალწლოვანი ხეები წაიქცა.

ქარმა დააზიანა ელექტროსადენებიც, რის გამოც, სოფლის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერმა წვიმამ და ქარმა დააზარალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც,წაქცეული ხეების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კახეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / სტიქია /