შესაძლებელია ვიმსჯელოთ საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე, თუმცა არ გვგონია, ამის საჭიროება დადგეს - თამარ გაბუნია
ჩვენს ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორში მწვავე მოვლის 12 ათასი საწოლია. აქედან 8 ათასი საწოლი შეგვიძლია გამოვიყენოთ კოვიდის მიზნებისთვის. დღეს ვიყენებთ 6 ათასს, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებამ შესაძლოა საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე იმსჯელებს, თუმცა ამის საჭიროების ალბათობა დაბალია.
„2 ათასი საწოლის რეზერვი ჯერ კიდევ არსებობს. მათი მობილიზაცია თუ დაგვჭირდება, ამას გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი სხვა მიზნებსაც ემსახურება და მხოლოდ კოვიდზე 12 ათასივე საწოლი ვერ გადავა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გარკვეულ შემთხვევებში მოგვიწევს სასტუმროებში უფრო მეტად აქტიური მკურნალობა და ასევე ბინაზე მკურნალობა, რაც დღესაც ხორციელდება. რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია ვიმსჯელოთ ალტერნატიული სივრცის მოწყობაზე, საველე ჰოსპიტლის მოდელი სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს, თუმცა არ გვგონია, რომ ამის საჭიროება კრიტიკულად დადგება“, - განაცხადა გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google