პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი ნიღბის ტარებაა- ეკატერინე ტიკარაძე
ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, რადგან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება და აღნიშნავს, რომ ვირუსის ყველაზე ეფექტიანი მართვა არის, როდესაც საზოგადოებას მაღალი თვითორგანიზების უნარი აქვს.

“ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც იმუნიზაციაში წარმატებული იყო, მაგრამ იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ ეს არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით.ვირუსის ყველაზე ეფექტიანი მართვა არის, როდესაც საზოგადოებას გააჩნია მაღალი თვითორგანიზების უნარი. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა საზოგადოების მიმართ არის, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ, მშობლების ჯანმრთელობას და ახლა უკვე როცა ვხედავთ რამდენად მომატებულია ინფიცირება ბავშვებში, გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.” – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google