დამატებით საგამოცდო სესიის თარიღი დადგინდა
იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ქიმიის, ფიზიკის, ზოგადი უნარების, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ლიტერატურის, ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე დასწრება, დამატებით საგამოცდო სესია განისაზღვრა.

დეტალური განრიგი ასე გამოიყურება:

ქიმია – 1-ლი აგვისტო (II სესია);
ფიზიკა – 1-ლი აგვისტო (II სესია);
ზოგადი უნარები –  2 აგვისტო (II სესია);
გეოგრაფია –  2 აგვისტო (II სესია);
ბიოლოგია –  2 აგვისტო (II სესია);
ლიტერატურა –  2 აგვისტო (II სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 2 აგვისტო (II სესია)

| Print |
FaceBook Twitter Google